FILA-European Championship 2008

Basketball, Rugby, Tennis ...
Post Reply
User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

FILA-European Championship 2008

Post by CTID » 01 Apr 2008, 11:53

ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

Re: FILA-European Championship 2008

Post by CTID » 01 Apr 2008, 11:55

სამი ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

წარმატებული გამოდგა ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდისათვის.
66, 84 და 120 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი ფალავნები – კობა კაკალაძე, რევაზ მინდორაშვილი და დავით მოძმანაშვილი, ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.
ფინალური შეხვედრები საღამოს გაიმართება, თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს 3 გარანტირებული მედალი აქვს.

66 კგ – ფინალი
კობა კაკალაძე – შაჰინ რამაზანი (თურქეთი)
84 კგ – ფინალი
რევაზ მინდორაშვილი – გიორგი კეტოევი (რუსეთი)
120 კგ – ფინალი
დავით მოძმანაშვილი – დავიდ მუსულბესი (სლოვაკეთი)

[smilie=drinks.gif]
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

User avatar
The_Pranke
Posts: 2294
Joined: 25 Aug 2006, 17:34
Location: Münster, Germany
Contact:

Re: FILA-European Championship 2008

Post by The_Pranke » 01 Apr 2008, 12:21

just read it on fila website. in four weight categories, 3 finalists are form goergia. can we ask for more? [smilie=drinks.gif]
rugby, judo, wrestilng keep making us proud!

User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

Re: FILA-European Championship 2008

Post by CTID » 01 Apr 2008, 19:40

დავით მოძმანაშვილი ევროპის ჩემპიონია

უაღრესად წარმატებული გამოდგა ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის – 1 ოქრო და 2 ვერცხლის მედალი; ასევე, 2 ოლიმპიური ლიცენზია – ასეთია საქართველოს ნაკრების დღევანდელი მონაგარი.
სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე, გამოცდილ და ტიტულოვან დავიდ მუსულბესს, რომელიც 5-გზის ევროპის ჩემპიონია, ფინალური შეხვედრა მოუგო ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ, 21 წლის დავით მოძმანაშვილმა, რომელიც მეტოქეზე 15 წლით უმცროსია.
ქართველმა ფალავანმა, პირველი სეტი 2:0 მოიგო; მეორე სეტში, ფრე დაფიქსირდა. შემდეგ, ფეხში შესვლის უპირატესობა მოძმანაშვილს მიეცა, რომელმაც ბოძებული შანსი მომგებიან ქულად აქცია და ევროპულ ოქროსთან ერთად, პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.
მძიმე წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ბახტიარ ახმედოვმა (რუსეთი) და ალი ისაევმა (აზერბაიჯანი).
ფინალური შეხვედრა დათმო და ვეცხლის მედალს დაეუფლა 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა კაკალაძე, რომლის მეტოქე, თურქი მსოფლიოს ჩემპიონი შაჰინ რამაზანი იყო. გამოცდილ მეტოქესთან, კაკალაძემ ორივე სეტი წააგო.
მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: რასულ ჯუკაევი (რუსეთი) და ემინ აზიზოვი (აზერბაიჯანი).
ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა რევაზ მინდორაშვილმა (84 კგ), რომელსაც ფინალური შეხვედრის ორივე სეტში აჯობა გიორგი კეტოევმა (რუსეთი). თუმცა, ვინაიდან, კეტოევს ოლიმპიური ლიცენზია უკვე მოპოვებული ჰქონდა, პეკინის საგზური მინდორაშვილს ერგო.
ამ წონის ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: ნაურუზ ტემრეზოვი (აზერბაიჯანი) და გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი, ხვიჩა ბიჩინაშვილი.
ხვალ, ხალიჩებზე გავლენ 60, 74 და 96 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები და ამით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა დასრულდება.

1 gold and 2 silver brilliant result!!!Well done LIONS [smilie=drinks.gif]
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

User avatar
The_Pranke
Posts: 2294
Joined: 25 Aug 2006, 17:34
Location: Münster, Germany
Contact:

Re: FILA-European Championship 2008

Post by The_Pranke » 01 Apr 2008, 19:56

and tomorrow there are another 3 weight categories, so more medals will come i`m sure!

User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

Re: FILA-European Championship 2008

Post by CTID » 02 Apr 2008, 18:19

გიორგი გოგშელიძე ევროპული ოქროს მფლობელია

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 96 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გოგშელიძემ.
ქართველი ფალავანი ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ გიორგი ტივილოვს შეხვდა და აშკარა უპირატესობით – 2:0, 1:0 გაიმარჯვა.
გოგშელიძისთვის ეს პირველი ევროპული ოქროა. ჩემპიონობასთან ერთად, მან პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ლიცენზიაც გაინაღდა.
ამ წონითი კატეგორიის მესამეადგილოსნები გახდნენ: ჰაჯიმურად გაცალოვი (რუსეთი) და ჰაკან კოცი (თურქეთი).
ამით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა დაასრულეს.
ჯამში, საქართველოს ნაკრების მონაგარი 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი და 3 ოლიმპიური ლიცენზიაა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა.

[smilie=drinks.gif]
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

Post Reply