New Manger For Basketball NT

Basketball, Rugby, Tennis ...
Post Reply
User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

New Manger For Basketball NT

Post by CTID » 18 Apr 2008, 11:20

"სარბიელი"
# 86
ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2008 წელი

გაიცანით, იგორ კოკოშკოვი: ჩვენი კალათბურთი ამერიკაში პირველ ევროპელს ჩაბარდა

როგორც იქნა, ნახევარწლიანი მოლოდინი დასრულდა. საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. შემოდგომაზე წასული კენ შილდსი სერბმა იგორ კოკოშკოვმა შეცვალა.

37 წლის კაცის კვალობაზე კოკოშკოვს გვარიანად მდიდარი სამწვრთნელო ბიოგრაფია აქვს, რომელშიც რამდენიმე გამოსარჩევი ფაქტიცაა. თუნდაც ის, რომ კოკოშკოვი იუგოსლავური კალათბურთის ისტორიაში უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი გახდა თავის დროზე.

ან ის, რომ პირველი ევროპელი მწვრთნელი იყო, ჯერ ამერიკულ უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში, მერე კი ნბა-ში.

ახლა კოკოშკოვი "დეტროიტ პისტონზის" ასისტენტი მწვრთნელია და მის ნაკლზე თუ ვილაპარაკებთ, ის არის, რომ მთავარი მწვრთნელობის მცირე გამოცდილება აქვს.

დანარჩენი კი... ახალ შესარჩევ ციკლამდე ბევრი დროც არ არის დარჩენილი და გამოჩნდება. და კიდევ ის, რომ იგორ კოკოშკოვი კარგად იცნობს ქართველებს. ხოლო ქართველთა მიზანი უცვლელია - ფ დივიზიონში აღზევება.
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

Kaji
Posts: 5010
Joined: 06 Apr 2006, 00:13
Location: San José, Costa Rica

Re: New Manger For Basketball NT

Post by Kaji » 19 Apr 2008, 00:14

I seen it on some newspapers... you think this guy is nice for our Basketball Team?...
"Trulailas tsoli rat unda? Trulaila tviton tsolia" :smt003
SAKARTVELOS GAUMARJOS!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Image

User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

Re: New Manger For Basketball NT

Post by CTID » 19 Apr 2008, 09:41

Assistant coach at Detroit Pistons!He knows both american and european basketball.And he knows what we need-Division A [smilie=friends.gif]
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

Re: New Manger For Basketball NT

Post by CTID » 19 Apr 2008, 09:46

კოკოშკოვმა პრეს-რელიზში ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა სპეციალური პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“მე განვაცხადე თანხმობა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და მჯერა, რომ ეს ახალი გამოწვევა იქნება. დიდხანს არ მიფიქრია, იმაზე, დავთანხმებულიყავი თუ არა ამ შემოთავაზებაზე, რადგან ვიცი თუ რამდენს ელის ეროვნული გუნდისგან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების გულშემატკივრები.
ვიცი, რომ საქართველოში ბევრს გული დაწყდა ნაკრების შესარჩევ ციკლში წარუმატებლობისა და ერთი დივიზიონით მაღლა ვერასვლის გამო. ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანაა. ნაკრების ბევრი მოთამაშე ევროპის სახვადსხვა კლუბებსა და ამერიკაში გამოდის, რამაც მათ შესახებ სავსებით საკმარისი წარმოდგენა შემაქმნევინა. ჩემი აზრით, გუნდური სულისკვეთება და ნაკრების თითოეული მოთამაშის საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა – ნაკრებში და მის ირგვლივ დადებითი ატმოსფერო შევქმნა.
ჩემს საქმეა, შევარჩიო საუკეთესო მოთამაშეები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში თამაშის დიდი სურვილი ექნებათ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ახალ სამუშაოსთან მიმართებაშიც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი სამუშაო მიმართულებით წინსვლა საქართველოს ეროვნულ გუნდს სექტემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საუკეთესოდ მოამზადებს.
მსურს, მადლობა გადავუხადო, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბესიკ ლიპარტელიანს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მსურს გადავუხადო მადლობა “დეტროიტის” პრეზიდენტს, ჯო დუმარსს, რომელმაც ახალ თანამდებობაზე მუშაობის დრო და საშუალება გამომინახა”.
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

User avatar
CTID
Posts: 2073
Joined: 26 Sep 2006, 11:32
Contact:

Re: New Manger For Basketball NT

Post by CTID » 19 Apr 2008, 09:47

Here's what the legend Joe Dumars thinks:
დუმარსის აზრით, კოკოშკოვის ხელში საქართველოს ნაკრები გამარჯვებათა გზაზე შედგება

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად იგორ კოკოშკოვის დანიშვნასთან დაკავშირებით, “დეტროიტ პისტონზის” პრეზიდენტმა, NBA–ს ორგზის ჩემპიონმა და სუპერფინალების საუკეთესო მოთამაშემ, ლეგენდარულმა ჯო დუმარსმა კომენტარი გააკეთა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“მწვრთნელი კოკოშკოვი არაჩვეულებრივი სპეციალისტია და “დეტროიტში” მას ყველა დიდ პატივს სცემს.
მჯერა, რომ კოკოშკოვი შესანიშნავად გაართმევს თავს საქართველოს ნაკრებში მუშაობას.
ამ ზაფხულს თვალ-ყურს მივადევნებ საქართველოს ნაკრების გამოსვლას, რადგან ვიცი, რომ იგორ კოკოშკოვი ამ გუნდს გამარჯვებულად აქცევს”.
ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.

sandro war
Posts: 2948
Joined: 10 Nov 2006, 20:47
Location: Tbilisi, Vake
Contact:

Re: New Manger For Basketball NT

Post by sandro war » 19 Apr 2008, 12:34

hope he can do such miracles as ower hero tim lane
chwen erti gundi wart

User avatar
The_Pranke
Posts: 2294
Joined: 25 Aug 2006, 17:34
Location: Münster, Germany
Contact:

Re: New Manger For Basketball NT

Post by The_Pranke » 19 Apr 2008, 16:52

sandro war wrote:hope he can do such miracles as ower hero tim lane
he must bring us to a divison, only that would be a good result.

sandro war
Posts: 2948
Joined: 10 Nov 2006, 20:47
Location: Tbilisi, Vake
Contact:

Re: New Manger For Basketball NT

Post by sandro war » 20 Apr 2008, 11:36

The_Pranke wrote:
sandro war wrote:hope he can do such miracles as ower hero tim lane
he must bring us to a divison, only that would be a good result.
that is true when dose the seison start?
chwen erti gundi wart

Post Reply